საფრანგეთის მთავრობამ "შარლი ებდოს" შესაძლოა მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრის, ფლერ პელერინის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება. ჟურნალის დახმარების სურვილი "პრესისა და პლურალიზმის ფონდმაც" გამოთქვა. "შარლი ებდოს" ფონდიდან 250 ათასი ევრო გადაერიცხება. ამავე რაოდენობის თანხას ჟურნალის რედაქციას "პრესის ინოვაციის ფონდიც" გადაურიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები