პარიზში განხორციელებული ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ესპანელმა კარლოს დიასმა საეჭვო ამანათი გაზეთების El Pais - ის, 20 Minutos-ის და Libertad Digital-ის რედაქციებში მიიტანა.
მას შემდეგ, რაც დაცვის წევრის პროტესტის მიუხედავად, უცნობმა პირმა El Pais - ის რედაქციის შესასვლელში ამანათი მაინც დატოვა და წავიდა, მთელი შენობის ევაკუაცია მოხდა. ამანათის შემოწმების შედეგად პოლიციამ მასში მავთულით გადაბმული ცარიელი ბოთლი და სპრეი აღმოაჩინა.
ანალოგიური შეფუთვები მამაკაცმა დანარჩენი გამოცემების შესასვლელებშიც დატოვა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მადრიდის ერთ-ერთ ჰოსტელში დააკავა.
აღმოჩნდა, რომ 39 წლის კარლოს დიასი მედიასაშუელებბზე განხორციელებული მუქარის გამო ადრე უკვე იყო პასუხისგებაში მიცემული.
გასული წლის აპრილში ის ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში მსგავსი დანაშაულისთვის დააკავეს.
მაშინ სასამართლომ მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები