რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ძალითაც რუსეთის არმიაში სამსახური სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
რუსულ ჯარში მოხვედრის მსურველ უცხოელთათვის, რომელთა ასაკი 18-დან 30 - წლამდე იქნება, მთავარი მოთხოვნები ასეთია: კარგად უნდა ფლობდეს რუსულ ენას და არ უნდა იყოს ნასამართლევი.
ასეთ პირებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტის მიხედვით, 5 წლის ვადით სამსახურის უფლებას მისცემენ.
აქამდე უცხოეთის მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ რუსეთის არმიაში სამსახურის უფლება, თუ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდნენ.
ამიერიდან რუსულ ჯარში მომსახურე უცხოელები საომარ ოპერაციებშიც მიიღებენ მონაწილეობას.