,,რა უნდა ვიცოდეთ ექსტრემალური ვითარების ან ომის შემთხვევაში" - ლიტვაში ასეთი სათაურით გამოვა ბროშურა, რომელსაც ყველა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეს დაურიგებენ.
ბროშურის მთავარი რედაქტორის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორის ალექსა კაროლისის განცხადებით, თავდაცვის საკითხებში მოსახლეობის გათვითცნობიერების იდეა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და უკრაინაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
,,ჩვენი საზოგადოება ყურადღებით აკვირდება რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილ ვითარებას და ეს დამხმარე სახელმძღვანელოც ამის გამოზახილია." - აღნიშნავს ალექსა კაროლისი.
მისი თქმით, საზოგადოებას რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა აქვს, რომლის პასუხებსაც ამ ბროშურაში ამოკითხავს.
,,საქართველოზე თავდასხმიდან სულ რაღაც 6 წლის შემდეგ რუსეთმა სამხედრო ძალა ისევ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენა."- წერს ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუოზას ოლეკასი ასგვერდიანი ბროშურის შესავალში, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები