პარიზში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმა დღეს პარიზის სამხრეთ გარეუბანში, მონჟურის რაიონში მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ინციდენტი გუშინდელ ტერაქტს არ უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები