გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მასზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა კიევმა ამბოხებულთა წინააღმდეგ იარაღის არაჰუმანური სახეობების გამოყენება უარი თქვას. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებაშია ნათქვამი.
საუბარია გრადის ტიპის საზენიტო დანადგარებსა და კასეტურ ბომბებზე, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველების მტკიცებით, უკრაინული მხარე საბრძოლო მოქმედებებში ხშირად იყენებს. კიევი Human Rights Watch-ის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.