ტერორისტული აქტების სერია ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ანბარის პროვინცია გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ალ-ჯუბას რაიონში აიფეთქეს, რასაც 23 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 21 კი მძიმედ დაშავდა. ალ-ჯუბას რაიონი აინ-ალ-ასადის ავიაბაზის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც ამერიკული სამხედრო კონტინგენტია განთავსებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები