რადიკალური დაჯგუფება "მარჯვენა სექტორი" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ ემორჩილება. ამის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა განაცხადა. "მე პირადად შევთავაზე მათ ლეგალიზაციის გეგმა. განხილული იყო ბევრი ვარიანტი, მათ შორის, მათი საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლაც, თუმცა მათ ჩვენს ყველა წინადადებაზე უარი თქვეს. მათ სურთ ლეგალიზაცია, მაგრამ ამავდროულად ავტონომიის შენარჩუნებაც, რაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება,"-აღნიშნა ბირიუკოვმა.