იულია ტიმოშენკო რუსეთის პატიმრობაში მყოფ უკრაინელ მფრინავ ქალს, ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. უკრაინის ექსპრემიერის განმარტებით, ნებისმიერი შიმშილობა, რომელიც 21 დღეზე მეტხანს გრძელდება, ორგანიზმს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. „შენ ჩვენ ძალიან გვჭირდები. გვჭირდები ცოცხალი. ამიტომ, გთხოვ, შიმშილობა შეწყვიტო და ძალები მოიკრიბო,"-ნათქვამია ტიმოშენკოს მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები