უამინდობა შეერთებულ შტატებში. მინესოტაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა. ძლიერი ყინვის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ იმატა. რამდენიმე ადამიანი კი სხეულის მოყინვის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ანალოგიური ვითარებაა შექმნილი აიოვასა და ატლანტაშიც. სინოპტიკოსთა ვარაუდით, უამინდობა კვირის ბოლომდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები