ავღანეთში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. მასშტაბური ტერორისტული აქტი ამჯერად ნანგარხარის პროვინციაში განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ნატოს სამხედრო კოლონასთან აიფეთქა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ავღანეთში განხორციელებული მეორე ტერორისტული აქტია. გვიან საღამოს ტერორისტმა თავი ევროკავშირის საპოლიციო მისიის ოფისთან აიფეთქა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები