რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის საფრთხის ქვეშ რჩება. შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე ისევ ეცემა. 2 იანვარს ბრენტის მარკის საწვავის ფასი 5,5 წლის მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 56,42 დოლარი შეადგინა, ლონდონის ბირჟაზე კი ბრენტის თებერვლის ფიუჩერსები 0,98 ცენტით დაეცა და ბარელის ღირებულება 55,44 დოლარით განისაზღვრა. შავი ოქროს კატასტროფული გაუფასურების მიუხედავად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ნავთობმოპოვების შემცირებას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები