რუბლი ისევ უფასურდება. ახალი წლის პირველ ვაჭრობაზე მოსკოვის ბირჟაზე რუსული ეროვნული ვალუტის კურსი 3,3 რუბლით დაეცა. ამჟამად დოლარის კურსი 58,14 რუბლს შეადგენს, ევროს ღირებულება კი 69,78 რუბლით განისაზღვრა. რუბლის კურსის ვარდნა აგვისტოდან დაიწყო, რაც დასავლეთის სანქციებითა და ნავთობის გაიაფებით არის განპირობებული.
მასალის გამოყენების პირობები