გერმანიის ვიცე-კანცლერი ანტირუსული სანქციების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს. ზიგმარ გაბრიელის მტკიცებით, ეკონომიკურად რუსეთის კიდევ უფრო დასუსტება საშიში არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქნება. "შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან ძალები, ვისაც რუსეთის საბოლოო მარცხი სურს, მაგრამ სანქციების მიზანი რუსეთის განადგურება არ ყოფილა. სანქციები მოსკოვს იმიტომ დავუწესეთ, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეეცვალა და არა იმიტომ, რომ რუსეთმა მუხლებზე დაიჩოქოს,"-აღნიშნა გაბრიელმა.
მასალის გამოყენების პირობები