ნიუ-იორკელმა პოლიციელებმა ქალაქის მერს უსიამოვნო დახვედრა მოუწყვეს. აფროამერიკელი ახალგაზრდის მიერ მოკლული პოლიციელების დაკრძალვაზე მისულ ბილ დე ბლაზიოს მათ ზურგი შექციეს. დეკემბრის ბოლოს მოკლული პოლიციელების დაკრძალვის ცერემონიალზე ქალაქის თავი სიტყვითაც გამოვიდა, თუმცა სამართალდამცავებმა მას პროტესტი ამ ფორით გამოუცხადეს. პოლიციელთა განაწყენების მიზეზი დე ბლაზიოს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. ნიუ იორკის მერმა აფროამერიკელთა საპროტესტო აქციებს, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მხარდაჭერა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები