კანადას ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ კვებეკის პროვინციას მიაყენა. ქარიშხალმა ელექტროგადამცემი სისტემა დააზიანა, რის შედეგადაც 150 ათასამდე შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მონრეალში ქარიშხალს დიდთოვლობაც დაერთო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პარალიზებული გზების გაწმენდას სპეციალური ტექნიკით ცდილობს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები