დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი შეეცდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ბრიტანეთში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება დააჩქაროს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა თუ პროცესი დაჩქარდება, მოხარული ვიქნები,"-აღნიშნა ქემერონმა.