ებოლას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ აფრიკაში 7800-ს გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. ყველაზე მძიმე ვითარება სიერა-ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაშია შექმნილი, სადაც ეპიდემიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეისათვის ებოლის ვირუსით აფრიკაში 20 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები