საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერ აირჩია. გამარჯვებული კანდიდატი მესამე ტურმაც ვერ გამოავლინა. კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ევროკომისარი სტავროს დიმასი პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საჭირო 180 ხმის დაგროვება მან ვერცერთ ტურში ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები