დღეს, 28 ოქტომბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აფხაზური და ოსური სათვისტომოების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ნოღაიდელმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის მოსკოვში მიიწვია საქართველოს ხალხთა ასოციაციამ, რომელშიც შედის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის, აფხაზები და ოსები.
"ამ შეხვედრას ოთხშაბათს ვგეგმავთ. მხოლოდ გუშინ ჩამოვედი, რათა შევხვდე საქართველოს დიასპორებს. მოსკოვში მომიწვია საქართველოს ხალხთა ასოციაციამ, რომელშიც შედის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის, აფხაზები და ოსები. მინდა, დიალოგი თუ სახალხო დიპლომატია, პირველ რიგში, მათთან დავიწყო".