ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. ეგზიტპოლის მონაცემებით, მომდევნო ტურში მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი და ოპოზიციის კანდიდატი კოლინდა ფრაბარ-კიტაროვიჩი გავლენ. არჩევნების მეორე ტური იანვარში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები