დღეს დილიდან ინდონეზიაში სამაშველო სამუშაოები განახლდა. მაშველები "მალაიზიური ავიახაზების" კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს ეძებენ, რომელიც რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელის, ბამბანგა სოელისტიოს განცხადებით, თვითმფრინავი სავარაუდოდ ზღვაში ჩავარდა. ოპერაციაში 12 ინდონეზიური გემი, 5 თვითმფრინავი, 3 ვეტმფრენი და ორი სამხედრო გემია ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები