ადრიატიკის ზღვაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. იტალიელი და ბერძენი მაშველები იტალიური დროშის ქვეშ მცურავი გემის მგზავრების გადარჩენას ცდილობენ. ბორანს ხანძარი გუშინ გაუჩნდა. ხომალდზე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 5-ის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ბორანზე დარჩენილ ორ ქართველს შორის ერთი სასულიერო პირია. ამ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს ელჩიც ადასტურებს. ხანძარი გემზე თითქმის ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები