საბერძნეთის კუნძულ კერკირასთან, 28 დეკემბერს დილით, ცეცხლი გაუჩნდა ,,Norman Atlantic" - ის სამგზავრო ბორანს, რომლის ბორტზეც 411 მგზავრი და ეკიპაჟის 56 წევრი იმყოფებოდა.
იტალიის დროშით მცურავი ბორანი ,,Norman Atlantic" - ი რეისს საბერძნეთის პორტ იგუმენიცადან იტალიის პორტ ანკონას მიმართულებით ასრულებდა.
შემთხვევის ადგილზე უკვე გაგზავნილია სამაშველო ბორანი, სამი შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი.
ამ დროისთვის ცეცხლწაკიდებული ბორნიდან 150 მგზავრია ევაკუირებული.