ფესტივალი ,,კაზანტიპი" ლოკაციის ადგილს იცვლის და საქართველოდან კამბოჯაში მიემგზავრება.
ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს და 2015 წელს ,,კაზანტიპი" კამბოჯის კუნძულ Snake Island-ზე გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ,,კაზანტიპმა" გასულ ზაფხულს ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოში გადმოინაცვლა და ათი დღის განმავლობაში მისი მასპინძელი ანაკლია იყო.
მასალის გამოყენების პირობები