პეკინი შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანის უფლებათა დაცვით საკუთარ ქვეყანაში დაკავდეს და უცხო ქვეყნების შიდა საქმეების ჩარევისგან თავი შეიკაოს. ოფიციალური განცხადება სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა გააკეთა. "ჩინეთი სამართლებრივი სახელმწიფოა და პროცესები სახელმწიფოში კანონის დაცვით იმართება. ამიტომ, პეკინის კრიტიკის სანაცვლოდ, ვაშინგტონი უმჯობესია ადამიანის უფლებათა დაცვით საკუთარ ქვეყანაში დაკავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონის განცხადებები შეფასდება, როგორც ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვა,"-განაცხადა ჩუნინმა. პეკინი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ გააღიზიანა. ჯონ კერიმ ჩინეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა შელახვაში დაადანაშაულა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ლიუ სიაობოს პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები