დღეს, 25 დეკემბერს უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ალექსანდრე გრიგოლაშვილს ქუთაისში დაკრძალავენ.
დაღუპულის ცხედარს დილით ხარების ეკლესიაში დაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი 15:00 საათზე დაიწყება.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის სურვილით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილს უკანასკნელ გზაზე უკრაინიდან ჩამოსული მეგობრებიც გააცილებენ, რომლებიც უკვე ქუთაისში იმყოფებიან.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა .ის უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, გრიგოლაშვილი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.
24 დეკემბერს ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის ადამიანად სწორედ უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი აღიარეს.