ძლიერი აფეთქება ხარკოვში. ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით რიმარსკის ქუჩაზე ავეჯის მაღაზიასთან ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზია ერთ-ერთ პროუკრაინელ აქტივისტს ეკუთვნის. ხარკოვის პოლიციამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.