მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებმა საპრეზიდენტო რეზიდენცია უკვე დატოვეს. მოლაპარაკების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთს- ელჩი მიხაილ ზურაბოვი, „ეუთოს" კი ჰაიდი ტალიავინი წარმოადგენდა. მოლაპარაკებებს დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები დენის პუშილინი და ვლადისლავ დეინეგოც ესწრებოდნენ.
პოროშენკომ თავდაცვის სამინისტროს 80 მილიარდი გრივენი გამოუყო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015 წელს 80 მილიარდინ გრივენი გამოიყოფა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი გვიან ღამით მოაწერა. პოროშენკოს განკარგულებით, 6 მილიარდი გრივენი ახალი შეიარაღების შესაძენად დაიხარჯება. 2014 წელს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი 26 მილიარდ გრივენს შეადგენდა.