ბელარუსსა და რუსეთს შორის სავაჭრო ოპერაციების დოლარებსა და ევროებში განხორციელება ბელარუსის ეკონომიკაზე ეფექტურად ვერ აისახება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მინსკი უცხოური ვალუტით ვაჭრობას მოითხოვს, მას ფულის გადახდა საკუთარი სავალუტო რეზერვებიოდან მოუწევს, რადგანაც რუსეთიდან ბელარუსში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა ექსპორტს გაცილებით აღემატება. რუბლის გაუფასურების გამო ბელარუსის ლიდერმა რუსეთთან უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა გასულ კვირას მოითხოვა.