მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას მოსკოვში ლიტვის პრეზიდენტი არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტეს პრესმდივანი ავრცელებს.
"მიწვევა მიღებულია, მაგრამ პრეზიდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ღონისძიებაში," - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტეს პრესმდივანმა მოდესტას ნაუდჟიუსმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
უცხოური მედიის ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.