ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის საზღვართან იორდანელი პილოტი დაატყვევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯიჰადისტებმა რაკას პროვინციაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ჩამოგდებული თვითმფრინავი. ასევე არ სახედლება იორდანელი პილოტის ვინაობა. რაკას პროვინციას ამ დროისათვის მთლიანად "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები