ბელარუსის დედაქალაქში მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. კიევისა და დონბასის წარმომადგენლები ერთმანეთს მინსკში 21 დეკემბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ურთიერთბრალდებების გამო შეხვედრა ჩაიშალა. საბოლოოდ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის საკითხი რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრით გადაწყვიტეს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები