მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი ცოლს ოფიციალურად გაშორდა. კლინტ და დინა ინსტვუდების ქორწინება 18 წელიწადს გრძელდებოდა.
დინა ისტვუდმა (რუისი) განქორწინებაზე განცხადება სასამართლოში ჯერ კიდვ 2013 წლის ოქტომბერში შეიტანა. ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად ცოლ-ქმრის „შეუთავსებელი წინააღმდეგობა" დასახელდა. დინა რუისი ალიმენტს ითხოვდა და სურდა, რომ გაყრის შემდეგ მათი 18 წლის ქალიშვილი დედასთან დარჩენილიყო.
84 წლის ისტვუდისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მათი საერთო ქალიშვილი დინასთვის პირველი შვილია, კლინტისთვის კი - მერვე. მას შვიდი შვილი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. რუისთან ქორწინებამდე ისტვუდის ცოლი მეგი ჯონსონი იყო, რომელსაც 1984 წელს გაშორდა.
განქორწინებაზე განცხადების შეტანის შემდეგ, რუისი დეპრესიის სამკურნალო კურსს გადიოდა. მისმა ქმარმა ჯერ კიდევ გაყრამდე რომანი გააბა 42 წლის ერიკა ფიშერთან. კლინტის ახალი რჩეული რუისზე ექვსი წლით, თავად კლინტზე კი - 42 წლით უმცროსია.