ამერიკულ ავიაიერიშებს სირიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1171 ისლამისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულTა უმრავლესობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლია, თუმცა დაღუპულთა შორის 52 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ქალები და ბავშვების არიან. საერთაშორისო კოალიციამ ისლამისტთა პოზიციებზე საჰაერო იერიშები სექტემბრიდან დაიწყო.