ვაშინგტონის პოზიცია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით 2014 წელს ამერიკული დიპლომატიის ყველაზე დიდი წარმატებაა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას განაგრძობს, რაც რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. „დროთა განმავლობაში სანქციები კიდევ უფრო დიდ ეფექტს გამოიღებს,"-აღნიშნა ჰარფმა.