უკრაინის პრეზიდენტი საკადრო ცვლილებებს რეგიონებშიც იწყებს. პეტრო პოროშენკომ თანამდებობიდან რაიონული ადმინისტრაციების 77 ხელმძღვანელი გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები ქვეყნის 18 რეგიონს შეეხო. პოსტების დატოვება პოროშენკოს განკარგულებით კიევის, ხარკოვის, ხერსონისა და ლვოვის რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსაც მოუხდათ.
მასალის გამოყენების პირობები