უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლო პერსპექტივა არაა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მივანმა ნორვეგიული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იანს სტოლტენბერგის თქმით, ამისათვის უკრაინას სამი ძირითადი რეფორმის გატარება მოუწევს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, კიევმა თავდაცვის რეფორმა უნდა გაატაროს, ეფექტური სახელმწიფო მართვის აპარატი შექმნას და კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიუროს. რაც შეეხება ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, სტოლტენბერგის თქმით, კონკრეტული ვადების დასახელება ჯერჯერობით ნაადრევია.
მასალის გამოყენების პირობები