უამინდობა შეერთებულ შტატებში. მისისიპის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. ტორნადომ ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
მასალის გამოყენების პირობები