სმოლენსკის ოლქში "ტუ-154" -ს ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ორი შავი ყუთიდან ერთი უკვე აღმოჩენილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ბორტზე მყოფი ნარინჯისფერი თვითჩამწერის დემონსტრირება უკვე მოხდა რუსული მედიის ტელეეთერით.
ერთი შეხედვით აღმოჩენილი შავი ყუთი დაზიანებული არ არის. ინფორმაცია "შავი ყუთის" აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სმოლენსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც დაადასტურა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილების გვამებს მალე კატასტროფის ადგილიდან სპეციალურად გაშლილ კარვებში გადაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სმოლენსკის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე, პოლონეთის მთავრობის წევრები და დელეგაციის თანმხლები პირები დაიღუპნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 96 ადამიანი.