კამჩატკაზე ვერტმფრენ "მი-8"-ს ავარიული დაშვების შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები სპორტსმენი-სნოუბორდისტები არიან.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენში 18 ადამიანი იმყოფებოდა. რვა მათგანი გარდაიცვალა, ათი გადარჩა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ექვსი ადამიანი, ამჟამად თოვლის ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაცია ამის შესახებ, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირინა ანდრიანოვამ გაავრცელა.