პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობას პოლონეთის სეიმის სპიკერი ბორისლავ კომოროვსკი შეასრულებს. იგი ამჟამად სასწრაფოდ ბრუნდება გდანსკიდან ვარშავაში. პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მის მოვალეობას პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ დღეს ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი იმყოფენოდნენ.
თვითმფრინავ ტუ 154-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის გარდაცვალა და ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
გავცელებული ინფორმაციით, კაჩინსკისა და მისი მეუღლის გარდა თვითმფრინავში პოლონეთის დევნილობაში მყოფი ბოლო პრეზიდენტი რიჩარდ კაჩაროვსკი, პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი იანუშ კუტირკა, პოლონეთის მხედროების მხედრობის ეპისკოპოსი, გერენალი თადეუს პლოშკი, პლონეთის არმიაში მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მირონ ჩოდაკოვსკი და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლავომირ სკშიპესკი იმყოფებოდნენ.