ბიშკეკში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-დე გაიზარდა. დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობა კი 1500-ს აჭარბებს.
"ბოლო მონაცემებით 7-8 აპრილის არეულობის შედეგად დაღუპულთა რაიოდენობამ 79-ს მიაღწია", - განაცხადა ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დამირა ნიიაზალიევამ.
მისი თქმით, წუხელ საავადმყოფოებში კიდევ სამი დაჭრილი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის პროზექტურებში 7 ამოუცნობი ცხედარი რჩება.
გარდაცვლილთა ვინაობის დადგენის მიზნით მათი ფოტოები გაზეთებშია გამოქვეყნებული.