გაეროს მონაცემებით,  მსოფლიოს ზრდასრული მოსახელობის 84 %-მა წერა-კითხვა იცის.
ასეთ ინფორმაციას რუსული ვებ-გვერდი ,,ბე-ინ. რუ" ავრცელებს.
ყველაზე ჩამორჩენილი, ამ მხრივ, ინდოეთია, რომლის მოსახლეობის 286 მილიონი ადამიანი სრულიად გაუნათლებელია. შემდეგ მოდის ჩინეთი, აქ წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის 54 მილიონია. ჩინეთის მაჩვენებელს სულ 2 მილიონით ჩამორჩება პაკისტანი, რომლის მოსახლეობის 52 მილიონმაც წერა-კითხხვა არ იცის.
წერა-კითხვის ცოდნის მიხედვით, დღეს, მსოფლიოში პირველი ადგილი საქართველოს უკავია, რომლის მოსახლეობაშიც წერა და კითხვა ყველას შეუძლია.  
მეორე ადგილზე მოდის რუსეთი, რომლის მოსახლეობის 95 % წერა-კითხვის მცოდნეა.    
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები