კობი ბრაიანტი, როგორც ჩანს, კიდევ ერთ პრესტიჟულ ტიტულს მოიპოვებს. ლოს ანჟელეს "ლეიკერსის" ლიდერი ყველა დროის ყველაზე ზუსტი მსროლელის ტიტულისთვის იბრძვის. ამ მაჩვენებლით ბრაიანტმა ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანსაც გაუსწრო. "მინესოტა ტიმბერვულვსთან" შეხვედრის შემდეგ, სადაც ბრაიანტმა 26 ქულა დააგროვა, მისი საერთო მონაგარი NBA-ში 32310 ქულამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ჯორდანის საერთო მონაგარი 32292 ქულას შეადგენს. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ნომერ პირველი სნაიპერის ტიტულს 38387 ქულით კარიმ აბდულ-ჯაბარი იკავებს, მეორე ადგილზე კი 36928 ქულით კარლ მელოუნია.
მასალის გამოყენების პირობები