ხვალ, 15 დეკემბერს  საქართველოს ზოგიერთ რაიონში  წვიმა  შენარჩუნდება. თუმცა როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა განაცხადა   16-17 დეკემებრს   გამოიდარებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 
,,ხვალ, 15 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექი - წვიმის სახით, მთაში მოთოვს. ხოლო  16-17 დეკემებრს  გამოიდარებს და  დასავლეთ საქართველოში ჰაერი 15-18 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში   კი ტემპერატურა 6-11 გრადუსამდე შენარჩუნება", _განაცხადა თამარ პაპაშვილმა. 
მისივე განმარტებით, ნისლი და წვიმა ხვალ თბილისშიც შენარჩუნდება, თუმცა 16-17 დეკემებრს  გამოიდარებს. 
,, ხვალ, თბილისში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურის ღამით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, დღისით  კი  8 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თამარ პაპაშვილმა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები