უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებისას დაღუპულთა სიას აქვეყნებს. უწყების ოფიციალურ საიტზე 900-მდე სამხედრო მოსამსახურის გვარია გამოქვეყნებული. რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ მშვიდობიან მცხოვრებთა რაოდენობას, გაეროს მონაცემებით, მათი რიცხვი 4300-ს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები