ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი უწყების მიერ გამოყენებულ დაკითხვის მეთოდებს ამართლებს, თუმცა აღიარებს, რომ ზოგიერთი მეთოდი მიუღებელი და ამაზრზენი იყო. ჯონ ბრენანის თქმით, დაკითხვის მკაცრი მეთოდებით ამერიკის სპეცსამსახურებმა საშიში ტერორისტების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს და მილიონობით ადამიანი ტერორიზმის საფრთხისგან დაიცვეს. მისივე განცხადებით, უწყების რამდენიმე თანამშრომელმა ეჭვმიტანილთა დაკითხვისას საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რის გამოც ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.