უამინდობა ბრაზილიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის სამხრეტ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. წყალდიდობამ ყველაზე მეტად სან პაულოს შტატი დააზარალა. სტიქიის შედეგად პარალიზებულია ადგილობრივი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. დროებით დაიხურა მეტროპოლიტენიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები