ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ქართველი მოჭადრაკე ქალები ლიდერობენ. სერბულ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან შავი ფიგურებით 2:2 ითამაშა და ლიდერობა შეინარჩუნა.
ვაჟთა ნაკრებმა კი, აზერბაიჯანის გუნდთან წააგო 1.5:2.5. აზერბაიჯანელთა კაპიტანი ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილია. ვაჟთა ნაკრები მეხუთე ტურის შემდეგ მეორე ადგილს რუსეთის ნაკრებთან იყოფს.
მეხუთე ტურში ქართველი ვაჟები უკრაინის ნაკრებს გაეჯიბრებიან, ხოლო ქალთა ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების დაუპირისპირდება.
სატურნირო მდგომარეობა _ ქალები
9 - საქართველო;
8 - აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი;
7 - რუმინეთი, საფრანგეთი, სომხეთი;
6 - პოლონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ესპანეთი.
5 - სლოვენია, გერმანია.
4 - ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, ხორვატია, ჩერნოგორია, სერბეთი, ბულგარეთი.
3 - მაკედონია, ავსტრია;
2 - ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი.
1 - ფინეთი, ნორვეგია.
სატურნირო მდგომარეობა _ ვაჟები
10 - აზერბაიჯანი;
8 - რუსეთი, საქართველო;
7 - უნგრეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, უკრაინა, სომხეთი, სერბეთი 1;
6 - პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, დანია, ისრაელი, ჩეხეთი.
5 - რუმინეთი, შვეიცარია, ინგლისი, საბერძნეთი, თურქეთი, ავსტრია, ნორვეგია.
4 - სლოვენია, სერბეთი 2, იტალია, ხორვატია, ლიტვა, ბელგია.
3 - ჩერნოგორია, ფინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლუქსემბურგი, უელსი.
2 - მაკედონია, ისლანდია.
1 - შოტლანდია.
0 - მონაკო.